Trocknerpaste 3773

Trocknerpaste 3773

1.00
ერთეული : 1კგ. ქილა

სიკატივი

საღებავის შრობის დამაჩქარებელი და მისი წაშლისადმი მდგრადობის გასაუმჯობესებელი საშუალება

გამოყენება

  • გამოიყენება ოფსეტური და მაღალი ბეჭდვის სამუშაოებისთვის, რომლის დროსაც საჭიროა საღებავის სწრაფი და საიმედო დაფიქსირება და ასევე საღებავის ფენის წაშლისადმი კარგი მდგრადობა.
  • თავსებადია ოქსიდატური ტიპის შრობის საღებავებისთვის.

თვისებები

  • საღებავის შრობის დამაჩქარებელი და ანაბეჭდების ერთმანეთზე მიწებების საწინააღმდეგო პასტა.

ძირითადი ფუნქციები

  • აჩქარებს ოქსიდატური შრობის საღებავის პოლიმერიზაციას აქტიური ჟანგბადის გამოყენებით.
  • ხელს უწყობს საღებავის ფიქსირებას ისეთ მასალებზე, როგორიცაა ფირი და მეტალიზირებული ქაღალდი, რომელებიც არ იწოვენ საღებავს.
  • საღებავის აპკის სწრაფი წარმოქმნის გამო, ფენა ხდება წაშლისადმი ბევრად უფრო მდგრადი.
  • არ შრება საღებავის ქილაში, არ წარმოიქმნება აპკი საღებავის კონტეინერში და ძალიან ეკონომიურია.
  • დანამვის ხსნარში ემულგირებას უკეთებს კომპენსირებას. 
  • რეკომენდებულია ოქსიდატური შრობის საღებავებისთვის, ნებისმიერი ტიპის ზედაპირზე ბეჭდვის დროს.
  • მუყაოს ყუთებზე და შესაფუთ მასალებზე
  • ნებისმიერი პოლიმერულ და ფოლგის ზედაპირებზე
  • ქაღალდზე რომელიც შეიცავს ან შედგება სინთეტიკური ბოჭკოებისგან.
  • მეტალიზირებულ ქაღალდზე ან მუყაოზე ან პიგმენტირებული საღებავით დაფარულ ზედაპირზე მაგალითად ქრომოლუქს-მეტალიკი.
  • მეტალიზირებული საღებავით ან ჩვეულებრივი საღებავით, მეტალიზირებულ ზედაპირზე ბეჭდვის დროს.
  • მქრქალი (მატი) ცარცის ქაღალდზე

რეკომენდებული დოზირება

  • 1–3% საღებავის წონიდან გამომდინარე. მაღალპიგმენტირებული საღებავის დროს 0,5%-მდე საღებავის წონის მიხედვით. ყურადღება მიაქციეთ დოზირებას! თუ დოზირება გადაჭარბებულია შესაძლოა უკუეფექტის მიღება – საღებავის შენელებული შრობა!

შენახვის პირობები

  • ინახება მშრალ და კარგად განიავებად ოთახში. დავიცვათ ყინვისგან! 40°С გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე დიდხანს არ შეინახოთ. არ დავუშვათ კონტაქტი ძლიეროქსიდატურ მასალებთან, რადგან შესაძლოა ქიმიური რეაქციის დაწყება.