Varn® Super Rubber Rejuvenator (SSR)

Varn® Super Rubber Rejuvenator (SSR)

1.00
ერთეული : 1ლ. ბოთლი

ნებისმიერი ტიპის საბეჭდი დანადგარის ლილვების და დეკელების აღმდგენი საშუალება.

 

პროდუქტის აღწერა:

  • არის მაღალი ხარისხის სწრაფად მოქმედი რეგენერატორი, რომელიც დეკელს და რეზინის ლილვებს უბრუნებს ელასტიურობას და ბარხატის ეფექტს (უსაფრთხოების დონე AII). არ იწვევს რეზინის შემობერვას და ზრდის მის მუშაობის ხანგრძლივობას.
  • Varn® Super Rubber Rejuvenator-ი საფუძვლიანად ასუფთავებს ამოიღებს საღებავის და საბეჭდი მასალების ნებისმიერ ნადებს, ასევე აღადგენს მცირედ ჩაზნექვას.
  • Varn® Super Rubber Rejuvenator-ი აღადგენს ლილვების და დეკელის ორიგინალურ ფერს და დაარეგულირებს საღებავის ოპტიმალურ გადაცემას.
  • Varn® Super Rubber Rejuvenator-ს აქვს ორი მნიშვნელოვანი უპირატესობა: იგი სწრაფად შრება და გააჩნია აალების მაღალი წერტილი. აღნიშნული თვისებები აერთიანებს უსაფრთხოებას და ეფექტური წმენდის მეთოდს.

Varn® Super Rubber Rejuvenator:

  • ეკონომიურობა გამოყენებაში
  • ზრდის ლილვების და დეკელის მომსახურების ვადას
  • არეგულირებს ლილვების და დეკელის საღებავის ოპტიმალურ გადაცემას.
  • ლილვების და დეკელის სწრაფი და ეფექტური ღრმა წმენდა
  • აღადგენს რეზინის თავდაპირველ სტრუქტურას

თვისებები:

  • რეზინის ელემენტების გაწმენდა და აღდგენა.
  • რეზინის ორიგინალური თვისებების აღდგენა.
  • ლილვების ღრმა წმენდა ერთი გადასმით.

უპირატესობები:

  • ლილვების და დეკელის მომსახურების გახანგრძლივება.
  • საღებავის გადაცემის ოპტიმიზაცია.
  • საბეჭდ სექციაში საღებავის სწრაფი შეცვლა.

სარგებელი:

  • მანქანის ხშირი გაჩერებების შემცირება. ხარჯების შემცირება.
  • ბეჭდვის სტაბილურობის გახანგრძლივება.
  • წარმადობის გაზრდა.

გამოყენება:

დეკელი: გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი ხელით სარეცხი საშუალება, დიდი ტირაჟების ან მუქი ფერიდან ღია ფერის საღებავზე გადასვლის შემთხვევაში. ასევე როგორც ყოველდღიური მოვლის საშუალება. სწრაფად შრობის და კარგი წმენდის თვისებების გამო, სხვა საშუალებებთან შედარებით დეკელების რეცხვას ბევრად ნაკლები დრო მიაქვს.

ლილვები: ძალიან კარგი შედეგები აქვს ლილვების ხელით რეცხვისას, როგორც მანქანაში ასევე მანქანის გარეთ. რადგან Varn® Super Rubber Rejuvenator სწრაფად შრება, მისი დამატება Varn®-ის სტანდარტულ სარეცხ საშუალებაშიც შესაძლებელია, რითაც მას და რეცხვის ეფექტურობას გაუზრდის.

რეზინის ნაწილები: სხვადასხვა დანადგარების რეზინის ნაწილების (ლილვები, შემწოვები და ა.შ.) პერიოდული Varn® Super Rubber Rejuvenator-ით წმენდა აღადგენს მათ თვისებებს და გაუხანგრძლივებს მუშაობის პერიოდს.

 

ურეთანის და EPDM ლილვების აღნიშნული საშუალებით რეცხვა არ არის რეკომენდებული აალების წერტილი 52ºC