Fountclean

Fountclean

1.00
ერთეული : 10ლ. კანისტრა

დანამვის სისტემის სარეცხი

გამოიყენება ნებისმიერი ტიპის დანამვის ხსნარის და საბეჭდი დანადგარებისთვის

პროდუქტის აღწერა:

დანამვის სისტემის ძალიან დაბინძურების დროს – თუ წარმოიქმნება უხვი ქაფიანობა, თუ ახალი დანამვის სითხის ჩასხმისას მკვეთრ ვარდისფრად იღებება და თუ წარმოიქმნება ლორწო – აუცილებელია დანამვის სისტემის გარეცხვა სპეციალური საშუალებით Fount Clean

გამოყენება:

დანამვის სისტემის დაბინძურების გასაწმენდი საშუალება, ასევე პროფილაქტიკისთვისაც.

თვისებები:

აღნიშნული ხსნარის მრავალკომპონენტიანი ნაერთი უზრუნველყოფს დანამვის მოწყობილობის და მილგაყვანილობის სისტემის ეფექტურ წმენდას, მიკროორგანიზმების და საღებავებისგან. იგი არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობის საზიანო და გარემოს დაბინძურების საშიშ ნივთიერებებს.

რეკომენდაციები:

  • ძალიან დაბინძურების დროს ხსნარი იხსნება წყალში 1:4, ხოლო პროფილაქტიკის მიზნით 1:20. გაზავებულ ხსნარს ვასხავთ სისტემაში და ვამუშავებთ 40 წუთის განმავლობაში. თუ სიბინძურე ისევ დარჩა მაშინ ხსნარი ჩავასხათ თავიდან და სისტემა ვამუშავოთ 20 წუთის განმავლობაში.
  • დანამვის ლილვები უნდა იყოს აწეული (არა მუშა მდგომარეობაში). აგრეთვე წყლის, სპირტის და დანამვის კონცენტრატის მიწოდება უნდა იყოს გათიშული.
  • წყლის ნაკადი უნდა იყოს საკმაოდ ძლიერი, მაგრამ იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ სადმე მილებში არ გაჩნდეს საცობი. ამ შემთხვევაში ხსნარი შეიძლება გადმოვიდეს და მანქანის კვანძებზე მოხვდეს. მილებში საცობის გაკეთების დროს შესაძლებელია მისი გამოდევნა ჰაერის წნევით.
  • გაწმენდის შემდეგ სისტემაში უნდა გავატაროთ ონკანის წყალი მანამდე, სანამ წყლის pH იგივე არ გახდება რაც იყო მანამდე.
  • დანამვის სისტემის საბოლოო გავლების სემდეგ, ვუერთებთ ყველა კომპონენტს
  • და ვასხავთ დანამვის ახალ ხსნარს.
  • ლილვებს ვაყენებთ სამუშაო მდგომარეობაში.
  • თუ გარეცხვა კარგად არ მოხერხდა და ლორწოვანი წარმონაქმნი ისევ გამოდის მილებიდან, მაშინ გაწმენდითი სამუშაოები უნდა ჩავატაროთ კიდევ ერთხელ. 
  • დანამვის სისტემის ამდაგვარი გაწმენდა რეკომენდებულია წელიწადში 2 ჯერ მაინც.