საბეჭდი ფირფიტების ძლიერი საწმენდი საშუალება
პოზიტიური და ნეგატიური საბეჭდი ფირფიტების მაღალეფექტური საწმენდი და რეგენერაციის საშუალება (ატივატორი). კარგად წმენდს საბეჭდი ფირფიტის ზედაპირზე მიმხმარ საღებავს და გუმის ნარჩენებს. აუმჯობესებს საბეჭდ ფირფიტებზე თეთრი ადგილების ჰიდროფილობას (ზედაპირზე წყლის შეკავების უნარი).
Varn®Plate Plus საწმენდი საშუალება, სრულად და სწრაფად წმენდს საბეჭდ ფირფიტებს მაშინაც კი, როდესაც დიდი ხნის გამოუყენებელია ფირფიტა.
არ შეიცავს აბრაზიულ (მკაწრავ) კომპონენტებს. უხვი სიბლანტე უზრუნველყოფს ეკონომიურობას.
რეკომენდირებულია ტირაჟის ბეჭდვისას, საბეჭდი ფირფიტის თეთრი ადგილების გასააქტიურებლად, ჩაფონვის გასაუქმებლად, წვრილი აბრაზივებით (მკაწრავი ნაწილაკებით) დაზიანებული ადგილების გასანეიტრალებლად.
გამოიყენეთ ხელთათმანების საშუალებით. საბეჭდი ცილინდრის ნელი სვლის დროს ფირფიტაზე თანაბრად წაუსვით ნაჭრით ან ღრუბლის საშუალებით. შემდეგ საგულდაგულოდ ჩამორეცხეთ წყლით ან დანამვის ხსნარით. არ დაუშვათ მისი ფირფიტაზე გაშრობა. იგი არათავსებადია დანამვის ხსნართან და შეიძლება გაანეიტრალოს ხსნარი.
Varn® Plate Plus-ის კონცენტრატი Varn® True Blue-სთან შედარებით უფრო ძლიერია, ამიტომ CtP-ს მგრძნობიარე ფირფიტებთან Varn® Plate Plus-ის გამოყენების დროს საჭიროა გამოვიჩინოთ სიფრთხილე.