True Blue
საბეჭდი ფირფიტების რბილი საწმენდი საშუალება
აღწერა:
ოფსეტური საბეჭდი ფირფიტების რბილი საწმენდი და სამუშაო ფუნქციების აღმდგენი საშუალება.
თვისებები:
Varn® True Blue სრულად და სწრაფად წმენდს საბეჭდ ფირფიტებს მაშინაც კი, როდესაც დიდი ხნის გამოუყენებელია ფირფიტა.
ეფექტურად ხსნის ნახევრადმიმხმარ საღებავს, ნარჩენი გუმის ხსნარს და თეთრ ადგილებზე ოქსიდატურ (დაჟანგულ) ლაქებს.
რეკომენდაციები:
რეკომენდირებულია ტირაჟის ბეჭდვისას, საბეჭდი ფირფიტის თეთრი ადგილების გასააქტიურებლად, ჩაფონვის გასაუქმებლად, წვრილი აბრაზივებით (მკაწრავი ნაწილაკებით) დაზიანებული ადგილების გასანეიტრალებლად, რომლებიც აუარესებენ ბეჭდვის ხარისხს.
გამოყენება:
გამოიყენეთ ხელთათმანების საშუალებით. საბეჭდი ცილინდრის ნელი სვლის დროს ფირფიტაზე თანაბრად წაუსვით ნაჭრით ან ღრუბლის საშუალებით. შემდეგ საგულდაგულოდ ჩამორეცხეთ წყლით ან დანამვის ხსნარით.
Varn® True Blue კონცენტრატი – Varn® Plate Plus-სთან შედარებით უფრო სუსტია, ამიტომ CtP-ს მგრძნობიარე ფირფიტებთან Varn® Plate Plus-ის გამოყენების დროს საჭიროა გამოვიჩინოთ სიფრთხილე.