Antioxidant Gilnox

Antioxidant Gilnox

1.00
ერთეული : 1ც. 397გრ ქილა

საღებავის შრობის საწინააღმდეგო სპრეი

 

შრობის საწინააღმდეგო საშუალება, გამოიყენება საღებავის ლილვებზე, დეკელზე და საღებავის კონტეინერში.

გამოყენების სფერო

  • გამოიყენება საღებავის შრობის საწინააღმდეგოდ, ოფსეტურ და მაღალ ბეჭდვაში.
  • Gilnox – არის ანტიოკსიდანტების და მინერალური ზეთების ხსნარი. გამოიყენება საღებავის კონტეინერში, ქილაში, ლილვებზე და დიდი ხნით საბეჭდი მანქანის გაჩერების დროს საღებავის შრობის თავიდან ასაცილებლად. თავსებადია ოფსეტური და რულონური საღებავებისთვის (heatset)

ძირითადი თვისებები

მისი მოქმედებით გამოირიცხება ჩამოსარეცხი საშუალების გამოყენება საბეჭდი მანქანის გაჩერებების დროს, ვინაიდან ხელს უშლის საღებავის შრობას. აგრეთვე, ხელს უშლის აპკის წარმოქმნას საღებავის კონტეინერში საბეჭდი მანქანის დიდი ხნით გაჩერების დროს (მთელი ღამით).

უპირატესობა

მისი საღებავის ზედაპირზე შესხურება ხდება ადვილად და სწრაფად.

დოზირება

ოპტიმალური შედეგის მისაღწევად, შევასხუროთ 30-45 მილიმეტრის დაშორებით.

შენიშვნა

ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შესხურება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამ დროს, შეკუმშული ჰაერი გამოდის ხსნარის გარეშე.

საღებავის კონტეინერში საღებავზე შესხურებისას, მასზე აუცილებელია დაედოს საკმარისი რაოდენობა. საბეჭდ ლილვებზე შესხურებისას კი აუცილებელია ლილვების ცოტა ხანი ტრიალი, რათა ხსნარი თანაბრად გადანაწილდეს.

ტირაჟის გაშვებამდე აუცილებელია მცირე რაოდენობის მაკულატურის გაშვება, რადგან ლილვებიდან მოსცილდეს ის საღებავი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ამ ანტისიკატივთან.