K+E® ფურცლოვანი ოფსეტური ბეჭდვის სტანდარტული საღებავები.
პროდუქტის აღწერა:
- Novaboard® C 990 PROTECT BIO წარმოადგენს წაშლისადმი ძალიან გამძლე და ინტენსიური ფერის საღებავის სერიას, რომელიც მზადდება განახლებად ნედლეულზე. აქვს ძალიან სწრაფი ოქსიდატური შრობის თვისება. სერიაში შედის ასევე სპეციალური შავი საღებავი Novaboard® 992 PROTECT LT BIO, რომელიც განკუთვნილია რთულად ასაწყობი შესაფუთი ყუთების მგრძნობიარე ზედაპირებისთვის.
- იგი ნაწილობრივ თავსებადია ორმხრივი ბეჭდვის სწრაფი, მრავალფერიანი საბეჭდი მანქანებისთვის.
- უახლესი ტექნოლოგიის, წყლისა და საღებავის შემკვრელი სისტემის გამო გაზრდილია საღებავის სტაბილურობა, რაც გამორიცხავს ჩაქონვას, განსაკუთრებით ბეჭდვის მაღალ სიჩქარეზე.
უპირატესობები
- წაშლისადმი ძალინ ძლიერი მდგრადობა;
- თავსებადია ყველა ტიპის საბეჭდი მასალისთვის – განსაკუთრებით ასაწყობი შესაფუთი ყუთების მგრძნობიარე ქაღალდებისთვის;
- სწრაფი ოქსიდატური შრობა;
- ბეჭდვის შემდგომი სწრაფი დამუშავება;
- საუკეთესო ბეჭდვის უნარიანობა, ორმხრივი საბეჭდი მანქანებისთვისაც;
- უახლესი ტექნოლოგიის, წყლის და საღებავის შემკვრელი სტაბილურობის სისტემა;
- ბეჭდვის სტაბილურობა.
.
Partly duct-fresh (საღებავი არ ხმება საღებავის კონტეინერში, ნაწილობრივ).
ზედაპირები: ოპტიმალურია მქრქალი(მატი), პრიალა და ასევე არაცარცის და მუყაოს ქაღალდებისთვის
შენიშვნები: რადგან Novaboard® C 990 PROTECT BIO-ს აქვს დაბალი წებოვნობის თვისება, აღნიშნული საღებავის სერია იდეალურია ყველა ტიპის საბეჭდი ზედაპირისთვის. Novaboard® 992 PROTECT LT BIO Black რეკომენდებულია ასაწყობი შესაფუთი ყუთების, ძალიან მგრძნობიარე ქაღალდებისთვის. შეესაბამება ბეჭდვის სტანდარტს ISO 12647-2.